Friday, October 16, 2015

             


                 მე არც იმპერატორი,არც მეცნიერი და არც აკადემიკოსი გახლავართ. მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ,რომელიც უფალმა შექმნა თავის ხატად. იმ კუთხის შვილი ვარ,რომელსაც ნოდარ დუმბაძემ სიცოცხლის სამოსახლო უწოდა.

   
                                                      ბავშვობა



          ბავშობიდანვე ვიყავი ცელქი გოგო,რომელსაც ბაბუა ხშირად მიწერდა მრავალსტროფიან ლექსებს, მე კი ბაბუას დაწერილი ლექსებით ვიწონებდი თავს თანატოლებში, ვიზრდებოდი ძალიან მხიარულ გარემოში. ბაბუამ და ბებიამ ოჯახის კულტად მაქციეს,მარიკუნა არის დღემდე მმათვის საფიცარი,რის გამოც ბიძაშვილების და მამიდაშვილების რისხვის მსხვერპლი ვიყავი,ეჭვიანობდნენ.
          სკოლაში კარგად ვსწავლობდი ბებია დიდ იმედს ამყარებდა ჩემი შვილიშვილი "დოქტორი" უნდა გამოვიდესო. მაგრამ მისი იმედი ვერ გავამართლე. ეხლა ვსწავლობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.
     ჩემი სამყარო ჩემი საყვარელი ოთახიდან იწყება,სადაც პეპელასავით დავფრინავ და ბედნიერი ვარ....

  

            ჩემეულ სამყაროში შემოღწევა  რთულია რადგან არ მიყვარს მსახიობობა და ნიღაბს არასდროს ვატარებ და არც სპექტაკლებს ვმართავ.მიუხედავად,იმისა  რომ  გათამამებული ბავშვი ვიყავი არასდროს დამიჩაგრავს თანატოლი და არც ზემოდან შემიხედავს.
                ჩუმია ჩემი ხასიათი და ამასთანავე ფეთქებადიც,ვერ ვიტან უსამართლობას და ბოლოს ვინ ვარ მე?  მე?-მე უბრალოდ   მე  ვარ.....................