Friday, November 27, 2015

;ტერორიზმის საფრთხის ქვეშ მყოფი ფრანგები"

ნოოლოგის მიხედვით 2008 წლიდან  დაიწყო ახალი, ფორმის მანიის 20 წლიანი ცალფა ფაზა, ამ ფაზაში მოსალოდნელი იყო ეროვნული ნიშნით კონსოლიდაციები, ფრანგები ცხრომის მანიის ერია. როგორც მოგეხსენებათ  ნოოლოგია მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის  ადამიანთა საზოგადოების  არსებობაში მზარდი სისრულით   გამოვლინებად მეტაბიოლოგიურ ფენომენებს, რომელთა სისიტემურ ერთიანობას ნიოსფეროს ვუწოდებთ. ხაზი უნდა გავუსვათ იმას , რომ არაბებისგან მოდის  ზოგადად ტერორისტული საფრთხე, შესაბამისად შეიძლება ვილაპარაკოთ 10000 პოტენციურ მსხვერპლზე.





                 
ეს არის ისლამური სახელმწიფოს მორიგი ქმედების შედეგი.საფრანგეთში  მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული.
ქართველი პოლიტიკოსების შეფასებით  ტერაქტების  სერია პარიზში არა მარტო ფრანგების ტრაგედიაა, არამედ გამოწვევა გლობალური უსაფრთხოებისთვისაც, ტერორისტების მიზანი ცივილიზებულუი სამყაროს დაშინებაა.
რუსეთისგან კი მომდინარეობს ბირთვული საფრთხე. 
 ამ თემასთან დაკავშირებით რომ ვიმსჯელოთ, პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ ბირთვული იარაღიგარდა რუსეთისა აქვს სხვა სახელმწიფოებსაც.ბირთვული სახელმწიფოები არიან პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა. მე პირადად ვფიქრობ რომ ტერაქტების სერიამ პარიზში მორიგ ტრაგედიად არ უნდა ჩაიაროს ევროპამ დასკვნები უნდა  გააკეთოს და პროქტირუი პოზიცია უნდა  ეჭიროს.






Wednesday, November 25, 2015

თოვლი

   




მიყვარს ზამთარი, განსაკუთრებით კი თოვლი, ქათქათა თეთრი ფიფქების ფარფატი,ფიფქების ცეკვა და თოვლში გართული პატარების წკრიალა ხმები.ულმაზესია თოვლი ტყეში,როცა ხეებს ტანი და ტოტებიც აღარ ეტყობა.
მიყვარს პირველი თოვლი, რაღაც უჩვეულო განწყობას მიქმნის,ფაფუკი თოვლი კი გარესამყაროს თითქოს საპატარძლო კაბას აცმევს.მიყვარს ფეხდაუდგმელი სპეტაკი თოვლი, როცა დილით გამოხვალ გარეთ გაივლი და  შემდეგ როცა მოიხედავ დაინახავ მხოლოდ შენს ნაკვალევს.
    
ჩემთვის თოვლი ასოცირდება სითეთრესთან, სითეთრე კი სიწმინდესთან,როცა არემარე თეთრად შეფერადდება თითქოს სიწმინდე მოდის ჩვენამდე,და ყველას გული სიხარულით გვევსება.

                                  

თითქოს თოვლი ზამთრის ყვავლია რომელიც ბუნებას ალმაზებს,როცა თოვლი მოდის ბედნიერი ვარ რადგან თოვლს მოქავს განსაკუთრებით თბილი განწყობა.მიყვარს თოვლი  იმიტომ რომ ჯადოსნურ სამყაროს გიქმნის,ყოველი თოვლის მოსვლას თან ახლავს მოლოდინი ახლის და რაც მთავარია წრფელი მოლოდინი ახლის.