Saturday, December 5, 2015

ჯადოსნური ახალი წელი

  ახალი წელი ყველაზე განსაკუთრებული დღესასწაულია,როდესაც უმრავი ადამიანი იკრიბება და მხიარულობს.ეს ის პერიოდია  როცა ფიქრდები მთელი წელი რა შეიცვალა შენს გარშემო ,შენს აზროვნებაში,რა იყო ცუდი და კარგი,და შემდეგ გეგმავ რა სიახლეები იქნება შენს ცხოვრებაში. 
ყველას აქვს დიდი მიზეზი იმისა რომ რამდენიმე დღით დაისვენოს მოულოცოს საყვარელ ადამიანებს ახალი წლის მოსვლა.  ნათქვამია რომ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს რასაც ჩაიფიქრებ მომდევნო წელს აუცილებლად აგიხდებაო მთავარია გჯეროდეს მისი ჯადოსნური სამყაროს და აუცილებლად აგიხდება საახალწლო ნატვრა.

და თუ დაემთხვა ახალი წლის ღამეს თოვლის მოსვლა ეს ყველაფერი მართლაც განსაკუთრებულ იდილიას ქმინს.


მე პირადად განსაკუთრებით მიყვარს ახალი  წელი,  მის  მოსვლას მოუთმენლად ველოდები. წინასაახალწლო მზადება მაბედნიერებს,მიყვარს სახლის მორთვა საახალწლო დეკორაციებით  ნაძვის ხის აწყობა ფერადი სათამაშოებით და შემდეგ ოჯახის წევრებთან ერთად საახალწლო სუფრის მზადება ეს ყელაფერი განსაკუთრებულ იდილიას მიქმნის, და ყოველთვის მჯერავს ახალი წლის ღამის ჯადოსნურობის.
წელს ყველაზე განსაკუთრებული ახალი წელი მექნება რადგან ახლაი წლის პერიოდში დედა გავხდები და პირველად შევხდები ახალ წელს დედის სტატუსით და ამიტომაც დიდი მოლოდინი მაქვს 2016 წლის ახალი წლის.